ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

mod.gov.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცის სამინისტროს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი, ბახვა სურმანიძე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს დაეხმარა და სანაცვლოდ 400 ლარის ქრთამი აიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც თავისუფლების  6-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რა თანხის მომსახურება გაწია იმ მეწარმემ, რომლისგანაც სურმანიძემ ქრთამი აიღო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებენ. 

კომენტარები