ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ე.წ სამხრეთ ოსეთი: საქართველოში ცხოვრების დონე უფრო დაბალია ვიდრე ჩვენთან

ე.წ სამხრეთ ოსეთის გერბი
kavkaz-uzel.ru

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებასა და მისი უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება. გამოხმაურებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

"ამა წლის 8 დეკემბერს, სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგის ნებისმიერ ფორმაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან. ამასთან, მისი სამინისტროს მუშაობის შესახებ ანგარიშში ბატონმა ზაქარეიშივლმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ამახვილებს „ყურადღებას აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებაზე გასვლაზე", რაც საშუალებას მოგვცემდა გაგვემყარებინა ურთიერთობა ხალხებს შორის და დაგვემხარებოდა ნდობის გამყარებაში. მინისტრის მტკიცებით „გადადგმულია საკმარისად სერიოზული ნაბიჯები, ისეთი, როგორიც არის გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, სარწყავი და სასმელი წყალი, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია".

საქართველოს ხელისუფლების მორიგი ინსინუაციები, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, მიზნად ისახავს დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება ოსებთან ურთიერთობის დალაგებაში, რაც რეალობას არ შეესაბამება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე. მოცემული ვითარება მეტყველებს თბილისის განზრახვაზე, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალის გამოყენებით აიძულოს სამხრეთ ოსეთი შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში.

დღეს ცხოვრების დონე საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია, ვოდრე სამხრეთ ოსეთში და მის მეზობლად მდებარე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ სუბიექტებში. აბსურდულია მცდელობა მოისყიდონ სამხრეთ ოსეთის საზოგადოება უკეთესი სამედიცინო დახმარებით, რომელიც დასავლური გრანტებითა და სხვადასხვა ფონდების დახმარებით ხორციელდება. რადგან არავისთვის არის საიდუმლო, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებს საკმაოდ დაბალი სოციალური გარანტიები აქვთ, ძვირადღირებული მკურნალობა და წამლები საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება გაზიფიკაციას, სოციალური ობიექტების მშენებლობას, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და პოსტკონფლიქტურ აღმშენებლობას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ხელისუფლების შორის, 1993 წლიდან, საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური აღმავლობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, საქართველოს არ გამოუყვია არც ერთი რუბლი მის მიერ დანგრეული ობიექტების აღსადგენად სამხრეთ ოსეთში. დღეს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამხრეთ ოსეთს ობიექტების აღდგენაში ეხმარება, რუსეთის ფედერაციაა.

ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ რეალობა არაფერ კავშირშია ქართველი პოლიტიკოსების წარმოდგენებით დახატულ სურათთან. სამხრეთ ოსეთი ოცდაოთ წელზე მეტია წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თანასწორუფლებიან, კეთილმეზობლურ ურთიერტობას საქართველოსთან, სამწუხაროა რომ ჩვენი გზავნილი ვერ პოულობს გამოძახილს საქართველოს ხელისუფლებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები