საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის გასამართლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პატრიოტთა ალიანსი
facebook.com/pages/დავით-თარხან-მოურავი-საქართველოს-პატრიოტთა-ალიანსი/

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, ერას მოედანზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქციას გამართა და ნაციონალური მოძრაობის გასამართლება მოითხოვა. აქცია 15:00-ზე დაიწყო.

აქციაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს უფლება საზოგადოებას მოძღვრავდნეს დემოკრატიაზე, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. აქციაზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანასა და გასამართლებასაც ითხოვდნენ. მონაწილეებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმაც მიმართეს. 

ორგანიზატორები "სისხლიანი რეჟიმის" წინააღმდეგ აქციების გამართვას თბილისშიც აპირებენ, მათი თქმით საპროტესტო მოძრაობა ბათუმიდან დაიწყო. მიტინგის ტრიბუნიდან ითქვა, რომ აქციაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.

კომენტარები