ასოცირების ხელშეკრულება

ევროპარლამენტი 18 დეკემბერს ასოცირების ხელშეკრულებას კენჭს უყრის

ევროპარლამენტი 18 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას კენჭს უყრის. 17 დეკემბერს კი, პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ათმა ქვეყანამ დაასრულა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, ხელშეკრულების რატიფიცირებასთან ერთად, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც განიხილავს, რომლის საბოლოო პროექტი მისი მიღების შემდეგ გასაჯაროვდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას რეზოლუციის ტექსტზე ამახვილებენ. მათი შეფასებით, დოკუმენტი კრიტიკული იქნება. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. 

 

კომენტარები