კრიმინალი

შსს: სამტრედიაში პედაგოგი არ დაუჭრიათ, მისი გაძარცვა სცადეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში პედაგოგი დაჭრეს. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, სკოლაში ნამდვილად შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა.

"მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს გიორგობიანი და აღნიშნავს, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები