ყაჩაღობა

შსს: სამტრედიაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირი დაკავებულია

სამტრედიაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირი დაკავებულია. ამის შესახებ შსს იუწყება. სამინისტროს ცნობით, ის ადგილობრივი მცხოვრებია. 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში პედაგოგი დაჭრეს. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, სკოლაში ნამდვილად შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა.

"მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს გიორგობიანი და აღნიშნავს, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები