საყდრისი-ყაჩაღიანი

სამინისტროსთან საყდრისზე სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საყდრისი-ყაჩაღიანზე სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით - მგორავი ქვები საყდრისიდან.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის ორგანიზატორები არიან - სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი, პარტიზანული მებაღეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ძეგლის მეგობარი და საყდრისის დაცვის საზოგადოება.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ კულტურის მინისტრის გადადგომას, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც გასცა ბრძანება საყდრის-ყაჩაღიანზე სამუშაოების განახლების შესახებ და ადგილზე არქეოლოგების ჩაყვანას.

კომენტარები