ტერორიზმი

სიდნეიში ტერორისტს მძევლები კვლავ კაფეში ჰყავს გამოკეტილი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 15 საათზე მეტია ტერორისტს მძევლები კაფეში ჰყავს გამოკეტილი. შეიარაღებული ტერორისტის ტყვეობას თავი სულ ხუთმა მძევალმა დააღწია. ტერორისტის მძევლობაში 40-მდე ადამიანი მოხვდა. ხელისუფლების განცხადებით, ძალოვნები სიტუაციის მშვიდობიანი სცენარით მოგვარებას ცდილობენ. ექპერტების აზრით კი, მძევლების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

კომენტარები