ტერორიზმი

CNN: სიდნეის კაფეში პოლიციის შტურმისას ორი ადამიანი დაიღუპა

cnn.com

სიდნეის პოლიციამ კაფეზე, სადაც ტერორისტს 30-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი, შტურმი განახორციელა. როგორც CNN ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით იუწყება, ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

შეიარაღებულ ტერორისტს სიდნეის კაფეში მ30-მდე ადამიანი მძევლად15 საათზე მეტ ხანს ჰყავდა. მოგვიანებით, კაფეს დატოვება ხუთმა მძევალმა შეძლო.

ტერორისტმა რამდენიმე მძევალი აწეული ხელებით ფანჯრებთან დააყენა, სადაც დროშა გამოფინა წარწერით - არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი.

კომენტარები