საყდრისი

თარხნიშვილი: შეიძლება ვთქვათ, რომ RMG-ში ივანიშვილის პირადი ინტერესებია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, კულტურის სამინისტროს ძალიან უნდოდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით მიიღო. როგორც თარხნიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, კულტურის სამინისტრომ არაფრად მიიჩნია საზოგადოებრივი პროტესტი, პროფესიონალების პროტესტი, ის პრობლემები, რაც კულტურის სამინისტროს და მინისტრს ამ გადაწყვეტილებით მიადგებოდა.

"კულტურის სამინისტრომ ფეხებზე დაიკიდა სასამართლო გადაწყვეტილება. ყოველთვის, როცა ასეთი რამე ხდება, ეს უნდა მხოლოდ ერთადერთ ადამიანს. ეს ერთადერთი ადამიანი არის ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, მთავარი მოქალაქე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მისი ძალიან დიდი მონდომების შედეგად ხდება, რომ ესა თუ ის ორგანო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ხოლმე. 2006 წელს მიღებული სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება არსებობდა შვიდი წლის განმავლობაში, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ, სანამ ერთ დღეს კულტურის სამინისტროში არ შევიდა რეზოლუცია მაშინდელი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა და RMG GOLD-ის წერილზე დაყრდნობით სთხოვდა კულტურის სამინისტროს, შეესწავლა კიდევ ერთხელ საყდრისის სტატუსი და მიეღო გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილეაც მიიღო, ყველამ ვიცით. პარალელურად, მიდიოდა ცვლილებები RMG-ს მენეჯმენტში და არამხოლოდ მენეჯმენტში. ეს ყველაფერი ერთად, არამარტო ეჭვს ბადებს, არამედ, შეიძლება დადასტურებლად ჩავთვალოთ, რომ RMG-ში არსებობს ივანიშვილის პირადი ინტერესები" - განაცხადა თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ RMG-ის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ადვოკატი და ივანიშვილის მთავრობის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იცავს.

კომენტარები