ISAF-ის მისია

ავღანეთში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა. მათი გაცილების ცერემონიალი ვაზიანის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ასეულმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გვერდით შეასრულონ საბრძოლო ამოცანები. ამასთან, მისი განცხადებით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა თავისთავად ქვეყნის სამსახურია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები