ხანუქას დღესასწაული

სახალხო დამცველი ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ხანუქას - მთელ მსოფლიოში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაულს ულოცავს და ებრაულ თემს საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ. გადმოცემის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაელები ტაძარში მივიდნენ, ნახეს იქ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი, რომლითაც მენორა, შვიდკანდელა უნდა დაენთოთ. ებრაელთა რწმენით, მოხდა სასწაული და მენორას ერთი დღის სამყოფი ზეთი, 8 დღის განმავლობაში ეყო.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, რვასანთლიან შანდალზე, ხანუქიაზე, ებრაელები თითო დღეს, თითო სანთელს ანთებენ. სასანთლეს 9 შტო აქვს, თუმცა მეცხრე სასანთლე დანარჩენი რვის "მსახურია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები