ტერორიზმი

სიდნეიში სპეცოპერაციისას ტერორისტი და ორი მძევალი დაიღუპა

cnn.com

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მძევალი და ტერორისტი დაიღუპნენ. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კაფეს შტურმი, სადაც ტერორისტს 30-მდე მძევალი ჰყავდა გამოკეტილი, პოლიციამ ღამის ორ საათზე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე სროლა და აფეთქებები ესმოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად კაფეს 34 წლის მენეჯერი და 38 წლის ადვოკატი დაიღუპნენ. 

პოლიციამ ტერორისტის ვინაობა დაადგინა. ის 50 წლის წარმოშობით ირანელი მან ჰარონ მონისია, რომელმაც ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და სექსუალური ხასიათის დანაშაულში იყო ბრალდებული.

დაღუპული  მძევლების ხსოვნას, მოქალაქეებთან ერთად, ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა მიაგო.  

კომენტარები