ვიზა ლიბერალიზაცია

რინკევიჩი: საქართველომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღოს

რადიო თავისუფლება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩის თქმით, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა მომავალ წელს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეძლონ. ლატვია მომავალ წელს ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

რინკევიჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შანსი ექნებათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე რიგაში მომავალ წელს.

"ჩემი იდეალური მსოფლიო არის, როდესაც ერთი ან შეიძლება მეტი აღმოსავლელი პარტნიორი ვიზა ლიბერალიზაციას მიიღებს", - თქვა რინკევიჩმა. მისი თქმით, ამისთვის უკრაინა ოდნავ წინ არის სამწუხარო მიზეზების გამო.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ აპრილში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო.

კომენტარები