მეჩეთის გადაცემა

რელიგიის სააგენტო მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში 23 მეჩეთს გადასცემს

ზაზა ვაშაყმაძე
facebook.com/zaza.vashakmadze.71

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 23 მეჩეთს გადასცემს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.

ვაშაყმაძის თქმით, მეჩეთების გადასაფორმებლად ქონების მართვის სააგენტოზე რეკომენდაცია უკვე გაცემულია.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ხვდება.

კომენტარები