მკვლელობა

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მამაკაცმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა

metro.us

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლი მოკლა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და დაზიანებები ცივი იარაღით მიიყენა. ის ახლა თელავის საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები