კრიმინალი

თემქაზე, მოკლული ქალი აბაზანაში იპოვეს

metro.us

თემქაზე, ე.წ. კათედების დასახლებაში, 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს. როგორც რუსთავი 2 მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობდა და ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო. აბაზანაში მოკლული ქალი შვილის მეგობრებმა იპოვეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, რამდენიმე დღეა, არ ჩანს არც მოკლულის შვილი. 

ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები