საყდრისი-ყაჩაღიანი

ოჩიაური: საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე კულტურის მინისტრს შეხვედრას ვთავაზობთ

გოგი ოჩიაური
wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგი ოჩიაური კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხელ გიორგაძეს მოუწოდებს პარლამენტში მივიდეს და საყდრის-ყაჩაღიანის თემა საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად გაიაროს.

„ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა სახელით, გთხოვთ მობრძანდეთ პარლამენტში და ერთად გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ასე გავრცელდა პრესაში და საჯაროდ, რომ ვიღაც ეწინააღმდეგება ამ კულტურულ საქმეს. ერთად გადავწყვიტოთ ქართველი ერისთვის ეს მტკივნეული საკითხი“ - განაცხადა გოგი ოჩიაურმა.

შეგახენებთ, რომ კომპანია RMG GOLD-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს განაახლა. კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის ივლისში მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG GOLD-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად, კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა.

კომენტარები