პროკურატურის რეფორმა

პრემიერი: უნდა დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა პირველადი განხილვები მთავრობასთან, მათ შორის თეა წულუკიანთან და ასევე, პროკურატურასთან.

"კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას საქართველოში. პროკურატურა არის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი და ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე არის ახლა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ჩვენ ყველანი ერთად. შესაბამისად, მე მინდა დღეს გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაშიც წლის დასაწყისში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შევლენ ძალოვანი სამინისტროები, სტრუქტურები, თავად პროკურატურა, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი" - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

"თუ რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა, გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი და დღეს კონკრეტულ მოდელებზე საუბარი ალბათ ნაადრევი იქნებოდა. რაც მთავარია, უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებში პროკურატურის ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროკურატურის რეფორმირების პროცესში. მისი თქმით, უკვე შედგა კონსულტაციები ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ საკუთხზე აქტიურად მუშაობს.

"ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია, მუშაობს ამ საკითხზე. ისინი ჩართულნი არიან, გვქონდა კონსულტაციები მათთან. მინდა სხვა არასამთავრობოებსაც საჯაროდ მივმართო - ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად კარი უნდა გავურღოთ ყველა ადამიანს, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, იმისთვის, რომ ამ წინადადებით ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად კარი უნდა გავუღოთ ყველა ამ ადამიანს, იმისთვის რომ ყველაზე უკეთესი, კარგად დაბალანსებული მოდელი შევიმუშაოთ ჩვენს ქვეყანაში. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ ანგარიშვალდებულების საკითხი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროკურატურის რეფორმირების პროცესში. მისი თქმით, უკვე შედგა კონსულტაციები ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ საკუთხზე აქტიურად მუშაობს.

"ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხზე. ისინი ჩართული არიან, გვქონდა კონსულტაციები მათთან. მინდა სხვა არასამთავრობოებსაც საჯაროდ მივმართო - ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად კარი უნდა გავურტოთ ყველა. ადამიანს, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, იმისთვის, რომ ამ წინადადებით - ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად კარი უნდა გავუღოთ ყველა ამ ადამიანს, იმისთვის რომ ყველაზე უკეთესი, კარგად დაბალანსებული მოდელი შევიმუშაოთ ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები