პროკურატურის რეფორმა

კუბლაშვილი: რეფორმის ნაწილი პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იყოს

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იყოს. 

"ერთ-ერთი მიმართულება რეფორმის იქაც უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა, რომ სწრაფად უნდა აუღონ ალღო იმ ცვლილებებს, რაც ხდება მართლმსაჯულების სისტემაში, რათა პროცესზე უკვე სასამართლოში ბრალდებულის უფლებები პროკურატურის მხრიდან იყოს დაცული. თუკი მათი კვალიფიკაცია იქნება უმაღლეს დონეზე, მაშინ სასამართლო მათ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენებს",-თქვა კუბლაშვილმა.

პროკურატურის რეფორმირების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა პირველადი განხილვები მთავრობასთან, მათ შორის თეა წულუკიანთან და ასევე, პროკურატურასთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

კომენტარები