პროკურატურის რეფორმა

ქუცნაშვილი: სამართლიანი ქვეყნის აშენება არ არის თითების გატკაცუნება

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება არ არის "თითების გატკაცუნება" და ამას დიდი შრომა სჭირდება.

"ობიექტურობა კანონთან მიმართებაში და სუბიექტურობა შინაგან რწმენასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი პრინციპი, რასაც უნდა დაექვემდებაროს მართლმსაჯულების აწყობის სისტემა. ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ ის გამოწვევები, რაც არის, დავძლიოთ. ასე რომ, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, მეგობრებო, არ არის თითების გატკაცუნება, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენებას სჭირდება დიდი შრომა",-თქვა ქუცნაშვილმა.

პროკურატურის რეფორმირების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა პირველადი განხილვები მთავრობასთან, მათ შორის თეა წულუკიანთან და ასევე, პროკურატურასთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

კომენტარები