კიბერშეტევა

ჰაკერების მუქარის გამო კინოთეატრები ფილმ "ინტერვიუს" არ გაუშვებენ

comicbook.com

ჰაკერების მუქარის გამო აშშ კინოთეატრებმა ფილმ "ინტერვიუს“ ჩვენებაზე უარი განაცხადეს.

ჰაკერებმა გამაფრთხილებელი წერილი გაავრცელეს სადაც ნათქვამია, რომ კინოთეატრებში „ინტერვიუს“ გაშვების შემთხვევაში სამყაროში შიში დაისადგურებს. ისინი ტერორისტული აქტებით იმუქრებიან და Sony Pictures საშინელი ფილმის გადაღებაში ადანაშაულებენ.

"გახსოვდეთ 2001 წლის 11 სექტემბერი. ჩვენ გირჩევთ თუ ფილმი სადმე აჩვენეს იმ ადგილისგან თავი შორს დაიჭიროთ, თუ თქვენი სახლი კინოთეატრთან ახლოს იქნება უმჯობესია დატოვოთ ის“, - ნათქვამია განცხადებაში.

სეტ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს „ინტერვიუ“ კომედიაა, რომელის მოქმედებაც ჩრდილოეთ კორაში ვითარდება და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინია.

ჰაკერების განცხადების შემდეგ მთავარო როლის შემსრულებელმა მსახიობებმა ფილმის პრომოუშენი გააჩერეს, ნამუშევრის დისტრიბუტორმა Sony Pictures -მა კი კინოთეატრებს მიმართა, რომ ისინი წინააღმდეგები არ იქნებიან თუ კი ფილმს არსად აჩვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს ჰაკერების ჯგუფმა Sony Pictures დაჰაკა და ინფორმაცია მოიპარა. ჰაკერების მოტივაცია უცნობია, მათ არც ფული და არც თანხის მომტანი ინფორმაცია არ მოუპარავთ, მათი მიზანი Sony Pictures-ისთვის ცხოვრების გართულება აღმოჩნდა. არსებობს მოსაზრება და მტკიცებულება, რომ დაჰაკვა ჩრდილოეთ კორეიდან მოხდა.

ჰაკერების მოთხოვნა და ფილმის კინოთეატრებიდან ამ გზით მოხსნა უპრეცენდენტო შემთხვევაა.

Sony Pictures-ს მოუწოდებენ „ინტერვიუ“ ონლაინ უფასო თუ ფასიან საიტებზე განათავსოს. შედეგად ჰაკერების მოთხოვნის მიუხედავად ფილმს მაინც ყველა მსურველი ნახავს.

კომენტარები