საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Silk Road-ს უმასპინძლებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიამიმართულებების ფორუმს, Routes Silk Road-ს 2015 წელსაც უმასპინძლებს.

მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და UBM Routes შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა 2014 წლის ფორუმის შედეგები ორივე მხარისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

Routes Silk Road 2014 თბილისში 6-8 ივლისს ჩატარდა და მას 300-მდე დელეგატი, აქედან 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი დაესწრო. 2015 წლის ფორუმზე ორგანიზატორები დელეგატების რაოდენობის ზრდასა და შედეგების გაუმჯობესებას ელიან.

Routes Silk Road 2014-ზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიებმა Air Arabia და Aeroflot თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება უკვე დაიწყეს. 2015 წლის ოქტომბერში კი საქართველოს ავიასივრცეს კიდევ ერთი ავიაკომპანია, Etihad შემოუერთდება, რომელიც თბილისიდან აბუ დაბის მიმართულებით იფრენს. ამასთანავე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც ავიარეისების შესრულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებენ.

კომენტარები