Google

Google: რას ეძებდა მსოფლიო 2014 წელს

ბილ გეითსმა Ice Bucket Challenge-ში მიიღო მინაწილეობა
Huffingtonpost.com

Google-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც წლის მანძილზე ყველაზე პოპულარულ საძიებო სიტყვებსა და მოვლენებს ეხება. ანგარიშის მიხედვით 2014 წლის მანძილზე Google-ის საძიებო სისტემით ყველაზე ხშირად რობინ უილიამსი მოძებნეს. უილიამსი 2014 წლის 11 აგვისტოს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. გასული წლის მანძილზე პოპულარული საძიებო სიტყვები მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და სპორტულ მოვლენებსაც ეხებოდა.

მეორე ყველაზე აქტუალური საძიებო სიტყვა ,,მსოფლიო თასი" იყო, რომელიც ზაფხულის თვეების მანძილზე Google-ის ყველაზე აქტუალურ საძიებო სიტყვა იყო, ათეულში სოჭის ოლიმპიადაც მოხვდა.  

ათეულის სრული სია ასე გამოიყურება:

1) რობინ უილიამსი

2) მსოფლიო თასი

3) ებოლა

4) მალაიზიის ავიახაზები

5) ALS Ice Bucket Challenge

6) Flappy Bird (თამაში)

7) კონჩიტა ვურსტი

8) ISIS (ისლამური სახელმწიფო)

9) ,,გაყინული" (ანიმაციური ფილმი)

10) სოჭის ოლიმპიადა

ათეულის მესამე ადგილს ებოლა იკავებს, რომლის ეპიდემიამაც დასავლეთ აფრიკის რეგიონში 6 841 ადამიანი იმსხვერპლა. მალაიზიის ავაიახეზები წელს პოპულარული საძიებო სიტყვა ორჯერ გახდა, პირველად როდესაც ავიარეისი (MH370) ანდამანის ზღვის თავზე უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, ხოლო მეორედ, როდესაც რეისი (MH17) უკრაინაში დონბასის რეგიონში ჩამოაგდეს. ზაფხულის განმავლობაში პოპულარობით საქველმოქმედო აქცია ALS Ice Bucket Challenge სარგებლობდა, რომლის შედეგადაც ნეიროდეგენარაციული დაავადების ამეოტროფული გვერდითი სკლეროზის შესახებ ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით ამაღლდა. წლის მანძილზე პოპულარობით ავსტრიელი არტისტი კონჩიტა ვურსტიც სარგებლობდა. 

2014 წელს ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა (ისლამური სახელმწიფო) საერთაშორისო ცნობადობა მოიპოვა, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით ისლამური სახელმწიფო დასავლური ცივილიზაციისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხეა. 

წლის მანძილზე საძიებო სისტემებში პოპულარობით კრის ბაკის ანაიმაციური ფილმი ,,გაყინულიც" სარგებლობდა, რომელმაც ოსკარების ცერემონიალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ტექნოლოგიებიდან საძიებო სისტემაში ყველაზე მეტი პოპულარობით iPhone 6 გამოირჩეოდა.

 

კომენტარები