მატათა მოციქულის სახელობის პანსიონი

მიტროპოლიტი პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ბრალდებებს პასუხობს

netgazeti.ge

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, მატათა მოციქულის სახელობის პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. ეპარქია ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი, ცილისმწამებლური და პროვოკაციულია, რაც მიზნად ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს.

გაზეთმა ბათუმელებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მატათა მოციქულის სახელობის პანსიონის 15 წლის მოზარდი დაწესებულების პერსონალის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე საუბრობს. მოზარდი ყვება, რომ პანსიონიდან ძიძასთან ჩხუბის შემდეგ გვიან ღამით გაიქცა, რის შემდეგაც ის უკან მიაბრუნეს. მასალაში ვრცელი აუდიოჩანაწერის შიფრიც არის მოყვანილი, სადაც გოგონა ძიძისგან ითხოვს ხელი გაუშვას და თავი დაანებოს. ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ  ეპარქიის განცხადება, თითქოს მან ფსიქიკური ზეწოლის გზით მოიპოვა მოზარდისგან ინტერვიუ, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები