ლარის გაუფასურება

ჯაფარიძე: ლარი როცა უფასურდება, ძვირდება სურსათი და მედიკამენტები

tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში ლარის გაუფასურებასა და მის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გაუფასურებას მედიკამენტებსა და სურსათზე ფასის ზრდა მოჰყვება, ეს კი ის სეგმენტებია, რომლებზეც სოციალურად გაჭირვებული ადამიანები ყველაზე მეტს ხარჯავენ.

"რაც ყველაზე საგრძნობი იყო მოსახლეობისთვის შარშან წლის ბოლოსა და წელს წლის ბოლოსთვის ეს არის ლარის გაუფასურება. შარშან მეტწილად ეს გამოწვეული იყო იმითო, რომ ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში პროპორციულად ვერ ხარჯავდა თანხებს ყოველთვიურად და ბოლო კვარტალში დახარჯა იმდენივე, რამდენიც დახარჯა 8 თვე. ამან გამოიწვია დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის. ლარი როცა უფასურდება, პირველ რგიში იმპორტი მცირდება და ამ შემთხვევაში ძვირდება სწორედ სურსათი და მედიკამენტები  - ის ორი სეგმენტი რაზეც ყველაზე მეტად ხარჯავს სოციალურად გაჭირვებული ადამიანები ფულს. ამის გამო მოხდა, რომ საარსებო მინიმუმი გაიზარდა" - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ასევე რუსული რუბლის გაუფასურების თემასაც შეეხო. მისი შეფასებით, რუბლის გაუფასურებას საქართველოს ექსპორტის შემცირება მოჰყვა.


"თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოს ექსპორტის მონაცემების მთლიან ჯამს და გამოვაკლებთ რუსეთის ნაწილს, ვნახავთ, რომ ექსპორტის ზრდა საერთოდ არ გვაქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენმა ექსპორტიორებმა გადაწყვიტეს, რომ მარტივი გზა აერჩიათ, სადაც ადვილი გასატანია. ეკონომიკა სამწუხაროდ ისეთი რამაა, რომლის სტრუქტურის შეცვლაც მარტივად არ ხდება. ორი წელი ამ მეწარმეებმა დაკარგეს დრო, რომ ეპოვნათ სხვა ბაზარი, მოხედინათ ექსპორტის დივერსიფიცირება. სამწუხაროდ მეწარმეები მიებნენ რუსეთზე, იმიტომ რომ ამას ახალისებდა ხელისუფლება და ამის გამო ცხადია, რომ დავზარალდით. გადაწყობას და ახალი ბაზრის ათვისებას დასჭირდება დრო" - განმარტა ჯაფარიძემ.

კომენტარები