სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა

მღებრიშვილი: სად-ი ინტეგრირდება სამინისტროსთან და დაექვემდებარება მინისტრს

ტაბულა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროსთან ინტეგრირდება და მინისტრს დაექვემდებარება.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ისევ რჩება დეპარტამენტად, უბრალოდ, მას უუქმდება საქვეუწყებო სტატუსი. მისი ბიუჯეტი გადმოვა სამინისტროში და ეს იქნება ცენტრალიზებული მართვა. დეპარტამენტი მთლიანად ინტეგრირდება სამინისტროსთან და დაექვემდებარება მინისტრს",-თქვა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილმა დღეს უწყების ორწლიანი მუშაობა შეაფასა და სასჯელაღსრულების სისტემის დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა. საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მინისტრმა ყურადღება პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროქტებზე გაამახვილა. მღებიშვილის თქმით, წლის ბოლომდე მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულების გახსნაც იგეგმება.

კომენტარები