უკრაინის კრიზისი

ტუსკი: ჩვენი სტრატეგიული პრობლემა რუსეთია

EPP

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს ევროკავშირის სტრატეგიული პრობლემა უწოდა და ევროკავშირს მოსკოვის მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა. ეს განცხადება ტუსკმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილებოდა. ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღდეგ არ შერბილდება.

"ჩვენი მიდგომა ჩვენი ამბიციებისა და პოტენციალის შესაბამისი უნდა იყოს. უნდა გამოვიდეთ მხოლოდ რეაგირებისა და თავდაცვის რეჟიმიდან. როგორ ევროპელებმა, უნდა აღვადგინოთ საკუთარი თავის და ჩვენი ძალების რწმენა. ჩვენი სტრატეგიული პრობლემა არა უკრაინა, არამედ რუსეთია. თავისთავად უკრაინა პრობლემაა ეკონომიკური სიტუაციისა და იმის გამოც, რომ გარკვეული სახის ინტერვენციის მსხვერპლი გახდა. უნდა ვიყოთ არა ოპტიმისტები, არამედ რეალისტები და ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს როგორც გრძელვადიან თამაშს, ისე უნდა მივუდგეთ, და არა როგორც რეაქციას ერთ კონკრეტულ კრიზისზე",-თქვა ტუსკმა.

განცხადება რუსეთის წინააღდეგ სანქციების შესახებ გერმანიის კანცლერმა ამგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, სანქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის და ევროპული ფასეულობების შესაბამისად არ მოიქცევა.

კომენტარები