მისტრალის ტიპის ხომალდს რუსეთს მხოლოდ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების შემთხვევაში გადასცემენ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
ოლანდის თქმით, პროგრესი ამ მხრივ არ არსებობს, რის გამოც რუსმა მეზღვაურებმა საფრანგეთის Saint-Nazaire-ის გემსაშენი დატოვეს. მისტრალის რუსული ეკიპაჟი, რომელიც საფრანგეთში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, სამშობლოში რუსული სამხედრო გემით გაემგზავრა.
მისტრალი, რომელსაც რუსული სახელი ვლადივოსტოკი ეწოდა, Saint-Nazaire-ის გემსაშენზე რუსეთის შეკვეთით დამზადდა. რუსეთისთვის სულ ორი ასეთი ვერტმფრენმზიდის მიწოდება იყო დაგეგმილი.