მკვლელობა ავსტრალიაში

ავსტრალიაში, ერთ სახლში პოლიციამ რვა მოკლული ბავშვი აღმოაჩინა

EPA

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში, ქალაქ კერნსის გარეუბანში პოლიციამ სახლში რვა მოკლული ბავშვი სახლში აღმოაჩინა. მოკლულთა ასაკი 18 თვიდან - 15 წლამდეა. სახლში ასევე იმყოფებოდა 34 წლის ქალი, რომელიც დანით მკერდის არეში იყო დაჭრილი.

ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ყველა მოკლული ბავშვი დაჭრილი ქალის შვილია. პოლიცია დანაშაულის დეტალებისა და შესაძლო მოტივების შესახებ არ საუბრობს. დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი ქვეყნის პრემიერმა გამოუცხადა. 

კომენტარები