კორპორაციები

2014 წელს ყველაზე მეტი Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ გამოიმუშავა

0 კომენტარი
ფოტო: Kiyoshi Ota / Bloomberg

2014 წელს სხვა მილიარდერებთან შედარებით ყველაზე მეტი Alibaba.com-ის დამფუძნებელმა, ჩინელმა ბიზნესმენმა ჯეკ მამ გამოიმუშავა. მამ ერთი წლის მანძილზე საკუთარი ქონება 173%-ით, ანუ $18 მილიარდით გაზარდა, რაც წლის მანძიზლე შემოსავლების გაზდრის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ჯეკ მას ქონების რეკორდული ზრდა Alibaba.com-ის $24 მილიარდის ღირებულების აქციების საფონდფო ბაზარზე გატანას უკავშირდება, რაც ერთი კომპანიის მიერ საფონდო ბირჟაზე გატანილი აქციების ერთერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა.

2012 წელს Alibaba.com-სა და მისი კუთვნილი საიტების ბრუნვამ 1.1 ტრილიონი იუანი ანუ დაახლოებით $170 მილიარდი შეადგინა, რაც ერთად აღებული Amazon-ისა და eBay-ს ბრუნვას აღემატება.

Alibaba.com ყველაზე დიდი ონლაინ ფირმების ხუთეულში შედის, ის 1999 წელს დაარსდა და ჩინურ დახურულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ ვაჭრობის გიგანტად იქცა. 2013 წლის 11 ნოემბერს ჩინურ დღესასწაულ ,,მარტოხელების დღეს" კომპანიამ $5.8 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რითიც მან ონლაინ გაყიდვების რეკორდი დაამყარა.

Alibaba.com ამჟამად ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე ცდილობს პოპულარობის მიღწევას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები