ქართველო მებრძოლი უკრაინაში

უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკებაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

AFP

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ აიდარის მებრძოლი ალეკო გრიგოლაშილი, საბრძოლო მეტსახელად "ჩუჟოი" დაიღუპა. მისი დაღუპვის ფაქტს თანამებრძოლები ადასტურებენ.

ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები