თბილისის ბიუჯეტი 2015

საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

timer.ge

36 ხმა 5-ის წინააღმდეგ - თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პროექტი საკრებულოს თბილისის მერმა წარუდგინა. დავით ნარმანიას თქმით, ეს ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რომლის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია. თანხები საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვისაც გამოიყოფა.

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი 803 მილიონ 742 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

კომენტარები