ოკუპირებული ტერიტორიები

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

news.err.ee

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეიტ პენტუს-როსიმანუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროs ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ გმობს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ნანახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ამ თემის საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვის გაგრძელება, რომ ის არავის დაავიწყდეს. საქართველომ უნდა აღიდგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კეიტ პენტუს-როსიმანუსმა ცხინვალის რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზეც ისაუბრა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება დაგმო და ასე მოხდება ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც.

„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას, რასაც ჩვენ უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ. როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირება და ერთობლივი ძალისხმევა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს" - განაცხადა ესტონეთის საგარეო სქმეთა მინისტრმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კეიტ პენტუს-როსიმანუსი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქეით პენტუს-როსიმანუსს შეხვდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია მიულოცა.

კომენტარები