1989 წლის 9 აპრილი

გენერალი როდიონოვი გარდაიცვალა

news.mail.ru

მოსკოვში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი, თბილისის 1989 წლის 9 აპრლის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი, არმიის გენერალი იგორ როდიონოვი.

1989 წლის აგვისტოში როდიონოვი შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო აკადემიის რექტორად დაინიშნა.

როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს პრეზიდენტ ელცინის მმართველობისას, 1996-97 წლებში იკავებდა. შემდეგ მუშაობა თავდაცვის საბჭოსა და უშიშრობის საბჭოში გააგრძელა.

გენერალი როდიონოვის ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა. 1995 წელს კენჭს იყრიდა სახელმწიფო სათათბიროში დმიტრი როგოზინის და გენერალ ლებედის დაფუძნებული ნაციონალისტური „რუსულ თემთა კონგრესისგან".

როდიონოვს მიტიშჩის სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები