ოსკარის ნომინანტების სია

სიმინდის კუნძული და მანდარინები ოსკარზე წარსადგენ მოკლე სიაშია

Maia Tochilashvili / facebook.com/pages/Corn-Islandსიმინდის-კუნძული

ოსკარზე წარსადგენ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის მოკლე სიაში ზაზა ურუშაძის მანდარინები და გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული მოხვდა. იმის გამო, რომ ურურშაძის ფილმის დაფინანსების უდიდესი ნაწილი ესტონეთმა გაიღო, ნამუშევარი სწორედ ამ ქვეყნის სახელით გავა. გიორგი ოვაშვილი კი საქართველოს ღირსებას დაიცავს. 

ამერიკის კინო აკადემიამ 83 ფილმიდან 9 შეარჩია. აქედან 5-ს საბოლოოდ წარადგენენ ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. 9 ფილმში მოხვდა ამ ნომინაციის სამი გამოკვეთილი ფავორიტიც პოლონური ფილმი იდა, შვედური ფორს მაჟორი და რუსული ლევიათანი. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის მანდარინებმა ოქროს გლობუსზე მოიპოვა ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

 ნომინანტი ფილმების საბოლოო სია 15 იანვარს გამოქვეყნდება.

კომენტარები