ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი პუტინთან შეხვედრაზე: პრინციპული მზაობა გვაქვს, რომ შეხვედრა შედგეს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა აქვს, რომ პუტინთან შეხვედრა შეგდეს. მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის და კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

"ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, კარგი გაანალიზება. შეხვედრა შეხვედრისთვის, მიმაჩნია, რომ არასწორია. შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მეც მივიღებ მონაწილეობას" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელი მოსკოვში ენახა.

კომენტარები