ექსპრემიერი ივანიშვილი

პრემიერი: ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას ყველა მივესალმებით

facebook.com/GaribashviliOfficial

"ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. როდესაც მან განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მან განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნებოდა ის დაბრუნდებოდა, მაგრამ ამის საჭიროება დღეს ალბათ არ არის" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით პრესაში სპეკულაციები მიმდინარეობს და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. კითხვაზე, მიესალმება თუ არა ის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ღარიბაშვილმა უპასუხა:

"ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას რა თქმა უნდა მეც მივესალმები და ყველა. მეც თავის დროზე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თვლიდა, რომ ის არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ მისი გუნდი, მისი ასე ვთქვათ კურსის და პოლიტიკის გამგრძელებლები და ეს ასეც იქნება" - თქვა პრემიერმა.

კომენტარები