კიბერშეტევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე

სოფლის მეურნების სამინისტრო: ჩვენს ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა

for.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც უწყების მინისტრად ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაინიშნა. სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ოთარ დანელია, კი ხადურის მოადგილე გახდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება საგანგებო განცხადებასაც გაავრცელებს.

კომენტარები