ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: რუსეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ

ბიძინა ივანიშვილი
REUTERS

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. ავტორის კითხვაზე, რას ნიშნავს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, „რომ არ შეგვჭამოს"? ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„კარგი კითხვა დასვით და პასუხიც ნაწილობრივ სიმართლეს შეესატყვისება. რა თქმა უნდა სახელმწიფო მოხელეებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ქვეყანა უნდა დაიცვან ყოველგვარი უბედურებისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა და არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და დავჩაგრავთ. თავშივე უნდა იფიქრო თუ გინდა არსებობა, შენ არ უნდა იფიქრო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არ უნდა ფიქრობდე. შენ უკვე უნდა ფიქრობდე მის ინტერესებზეც, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენი თანაცხოვრება. რთულია გასაკეთებლად. [რაც უფრო ევროპასთან ვიქნებით კავშირში] ეს მოახერხეს ვიღაცებმა და ამის მაგალითები გვაქვს უამრავი, ვიცით გზები როგორც მოახერხს და ჩვენც გავიმეოროთ. ჩვენც უნდა მოვახერხოთ. ამის უამრავი მაგალითია და ჩვენც უნდა გავიმეოროთ" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს, მაგრამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ:

"სახელმწიფოსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. დღევანდელი პოლიტიკა და დღევანდელი სახელმწიფო რუსეთის რა თქმა უნდა არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს თუ გნებავთ. მთელი მსოფლიო დაძაბულია დღეს რუსეთის პოლიტიკით, მაგრამ ძალიან ცდილობენ და ჩვენც უნდა ვეცადოთ. შიგნით თუ გარეთ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ადამიანი პოზიტივში გადავიდეს და ყველა სახელმწიფომ პოზიტიური როლი ითამაშოს. ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები