თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო: წვევამდელის დაღუპვაზე გამოძიება დაწყებულია

გლოვის დღე, თავდაცვის სამინისტრო
facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი ნიკოლოზ ჟორესის ძე უგულავას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. უწყების ცნობით, ის საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

”გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, აწარმოებს.

1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები