ISAF-ის მისია

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული უკვე ავღანეთშია

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

"ქართველი სამხედროები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ასეული როტაციის წესით ერთ-ერთ გერმანულ დანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი მოგვიანებით გაიმართება.

IV მექანიზირებული ბრიგადის ასეულმა საქართველოში 13 კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა" და „ჰამელბურგის" სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა",-იუწყება სამინისტრო.

კომენტარები