რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულება

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა.

ხელშეკრულებას მარიონეტული რეჟიმს ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 ნოემბერს მოეწერეს ხელი. დოკუმენტი საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთს მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები