ობამა პუტინზე

ობამა: ვისაც ვლადიმირ პუტინი წარმატებული ლიდერი ეგონა, ცდებოდა

"სანქციები რუსეთის წინააღმდეგ წარმატებულია, ხოლო ისინი, ვისაც ვლადიმირ პუტინი წარმატებული ლიდერი ეგონათ, ცდებოდნენ",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ მოსკოვის მიმართ კვლავაც მტკიცე პოლიტიკას გააგრძელებს.

"3-4 თვის წინ ამბობდნენ, რომ პუტინი გროსმეისტერია; რომ დასავლეთს და ობამას მოუგო. დღეს პუტინი თავის ქვეყანაში ვალუტის დაცემას, ფინანსურ კრიზისს და ეკონომიკურ ვარდნას შეეჯახა. რაღაც არ ჰგავს ეს ჩემზე ან ამერიკაზე გამარჯვებას. ჩვენ ძალიან მკაცრი ვართ იმ ქვეყნებთან, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევენ. მაგრამ არ ვეთანხმები იმათ, ვისაც ჰგონია, რომ ჯერ ისროლო და მერე დაფიქრდე",-თქვა ობამამ.

კომენტარები