ბანკები

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე გასაყიდად შესაძლოა ბაზისბანკის აქციები გავიდეს

basisbank.ge

ბაზისბანკის მფლობელი კომპანია Hualing Group ბანკის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას განიხილავს. Hualing-ის წარმოამდგენლების თქმით ბაზისბანკის აქციები უახლოეს მომავალში შესაძლოა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე გავიდეს, კომპანია ბაზისბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანის შესაძლებლობასაც განიხილავს. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამ დროისთვის ორი ქართული კომპანია საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკია წარმოდგენილი. 

საფონდო ბირჟაზე გასვლა ბანკისთვის ფინანსების მოძიების დამატებითი წყარო იქნება. 

2012 წელს Hualing Group-მა ბაზისბანკის 90%-იანი წილი შეისყიდა. Hualing Group საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს, თავდაპირელად კომპანია ხე-ტყის მომპოვებელი სექტორით დაინტერესდა, სადაც უკვე განხორციელებული აქვს $100 მილიონის ღირებულების ინვესტიცია. Hualing-ი ამჟამად ოლიმპიური სოფლის, საერთაშორისო კომერციული ცენტრისა და ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტებზე მუშაობს. 

საქსტატის ცნობით კომპანია საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რომელმაც 2014 წლის მეორე კვარტალში $141 მილიონის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. 

კომენტარები