საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 წლის ანგარიში წარადგინა

commersant.ge

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 წლის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე პროგრამის განვითარების ეტაპები და მასთან დაკავშირებული მომავალი სიახლეები განიხილეს. მინისტრის თქმით, მომავალში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება იგეგმება.

განსხვავებულად აფასებენ ხელისუფლების ჯანდაცვის პოლიტიკას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დიდ თანხებს მოითხოვს და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები ამისთვის საკმარისი არ არის. მისივე თქმით, მოსახლეობას ყველაზე დიდი დანახარჯი მედიკამენტებზე აქვს, უწყება კი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. 2015 წელს სოციალური დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 30% დაიხარჯება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე კი ამ თანხის ნახევარი ანუ დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები