საყდრისი-ყაჩაღიანი

კანცელარიასთან და სამინისტროსთან საყდრისზე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს

ტაბულა

დღეს, სტუდენტებმა და საყდრისი დაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან და შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინოსტრთან აქცია გამართეს, სადაც კვლავ საყრდისი- ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს. მათი თქმით, მანამ სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ საყდრისთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა გაიზიარეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. უმცირესობა მოითხოვს, უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნას საკითხი საყდრისთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნის თაობაზე. ეს საკითხი დღეს პარლამენტის ძველ შენობაში ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

კომპანია RMG Gold-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგნეტოს ბრძანებების თანახმად განაახლა.

კომენტარები