სახელფასო დანამატები

საკრებულოს ბიურომ თავმჯდომარეს სახელფასო დანამატების გაცემის წინადადებით მიმართა

timer.ge

თბილისის საკრებულოს ბიურომ თავმჯდომარეს სახელფასო დანამატების გაცემის წინადადებით მიმართა. ინიციატივა იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ეკუთვნის. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა და ოდენობასაც ის განსაზღვრავს.

ინიციატივას მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკურმა პარტიამ. ხათუნა სამნიძის განმარტებით, განხილვა რეგლამეტის დარღვევით და დღის წესრიგის უგულებელყოფით ჩატარდა.

სახელფასო დანამატების განხილვის დროს პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ. სევდია უგრეხელიძის თქმით, გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს და  ის პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. გაერთიანებული დემოკრატები კი ნებისმიერი პრემიისა და სახელფასო დანამატის წინააღმდეგ გამოდიან. 

კომენტარები