ჯო კოკერი

ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

Getty Images

ინგლისელი მუსიკოსი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში აშშ-ში, კოლორადოში გარდაიცვალა. მას ფილტვის კიბო ჰქონდა.

გრემის მფლობელი ჯო კოკერი მუსიკაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია You Are So Beautiful და Up Where We Belong.

კოკერი 1944 წელს შეფილდში დაიბადა. 

კომენტარები