ახალი ტექნოლოგიები

BBC-ის ცნობით Apple-ის მიმწოდებელ საწარმოებში შრომის მძიმე პირობებია

bbc.com

BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი Apple-ის iPhone 6-ის დეტალების მიმწოდებელ ჩინურ კომპანიებში არსებულ შრომის პირობებს შეეხება. Apple საკუთარ პროდუქციას მრავალი მიმწოდებლის მიერ წარმოებული დეტალებით აწყობს. 

Apple-მა გასული წლების მანძილზე Samsung-ზე დამოკიდებულება შეამცირა და ტაივანსა და ჩინეთში ახალი მიმწოდებლები გაიჩინა. BBC-ის დოკუმენტური ფილმი Apple-ის ჩინელ მიმწოდებლებს Pegatron-სა და Foxconn-ს ეხება, სადაც ახალგაზრდა მუშა ხელს რთულ პირობებში მუდმივად ზეგანაკვეთური მუშაობა უწევს, საწარმოებში ზოგჯერ თვითმკვლეობებიც ფიქსირდება. 

2010 წელს Apple-ის ერთ-ერთ მიმწოდებელი კომპანია Foxconn-ის საწარმოში მუშების 10-ზე მეტი თვითმკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც საწარმოს შენობის გარშემო სპეციალური ბადე აღიამართა, რომელიც თვითმკლელობის მცდელობის შემთხვევებში მუშებს სიკვიდლისგან იცავს. კომპანიის განხადებით მათ საწარმოში არსეული თვითმკვლეობის საშუალო დონე ზოგადად ჩინეთის ინდუსტრიულ საწარმოებში არსებულ თვითმკვლელობის დონეზე გაცილებით ნაკლებია. 

Apple-მა BBC-ის საპასუხო წერილიც მისწერა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კომპანიისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა აქვე საუბარი იმასაც შეეხება, რომ აღნიშნული პირობები არა უშუალოდ Apple-ის საწარმოებშია, არამედ მათ მიმწოდებელ კომპანიებშია.

კომენტარები